18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება - ოპოზიცია ინიციატივას აკრიტიკებს

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი არის შექმნილი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.

საპარლამენტო ოპოზიციაში უკვე აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას ისინი მხარს არ დაუჭერენ.

„გაუგებარი და ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბების საწინააღმდეგო, უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც დღეს, 7 დიდ ქალაქში ქართული ოცნება აპირებს პირდაპირი წესით არჩეული მერების თანამდებობის გაუქმებას, ეს პირდაპირ ნიშნავს ხელისუფლების ცენტრალიზაციას ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელში,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

საკანონმდებლო ინიციატივას ნაციონალურ მოძრაობაშიც ეწინააღმდეგებიან. ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევითობა მეტ ანგარიშვალდებულებას გულისხმობს, ამიტომ საზოგადოებამ ამ სტატუსის გაუქმება არ უნდა დაუშვას.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის საკითხებში ჩახედულ ნებისმიერ პირს შეეძლება.

ამავე თემაზე
დღის ამბები