ფინანსთა სამინისტროში 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე ისაუბრეს. უწყების ცნობით, ამ პერიოდში საგადასახადო შემოსავლების ზრდამ წინა წელთან შედარებით 16% შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 6%-იანი გადაჭარბებით არის შესრულებული. ხარჯვით ნაწილში კი, მაღალია დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.