19 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4220 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც ვაჭრობამდე მოქმედებდა, 2.4354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0134 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 2.5765 ლარი ღირს. ვაჭრობამდე მოქმედი კურსი კი 2.5954 ლარს შეადგენდა. 

დღის ამბები