18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავეს. ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სოფელ განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო დააკავეს.

მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ცოლის ძმა, რომელიც ასევე დაკავებულია. თუმცა, ის დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. მას 70-მდე აბი სუბოტექსი აღმოაჩნდა. 

დასუფთავების სამსახურის უფროსი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

დღის ამბები