01 ოქტომბერი 2024,   01:40
ვრცლად
აქცია ქუთაისში - ახალგაზრდები სკეიტ პარკის აშენებას მოითხოვენ

ახალგაზრდები ქუთისში სკეიტ პარკის აშენებას მოითხოვენ. დღეს მათ ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციაც გამართეს.

შარშან სწორედ ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან საგანგებოდ 50 ათასი ლარი გამოიყო. თუმცა, ხმაურიანი და საჯარო დაპირებების მიუხედავად, მშენებლობა ამ დრომდე არც კი დაწყებულა.

ქუთაისის მერიაში შეფერხების მიზეზებს განმარტავენ. როგორც ირკვევა 50 ათასი ლარი სკეიტ პარკის მშენებლობისთვის საკმარისი არ ყოფილა და უფრო მეტიც, ამ დრომდე არ არის შერჩეული პარკის ადგილი.

დღის ამბები