„ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც, პირველ რიგში, ემსახურება ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრისას.
ფრაქცია ქართული ოცნების წევრის აზრით, პრეზიდენტი გულწრფელი არ არის, როდესაც სატელევიზიო ეთერით უკანონო მოსმენების შესახებ ეჭვებს გამოთქვამს.
„როგორც მინიმუმ, ის არაგულწრფელია, როდესაც პერიოდულად სატელევიზიო ეთერებით საუბრობს, რომ შესაძლოა და ეჭვებს გამოთქვამს, რომ ხორციელდება უკანონო მოსმენები ქვეყანაში და მეორე მხრივ, ჩვენ, საზოგადოებას და მოსახლეობას გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვენდობოდეთ სპეცსამსახურებს. ეს დამოკიდებულებები, რომლებიც მას აქვს, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.