01 ოქტომბერი 2024,   01:28
ვრცლად
თბილისში პროფესიული განვითარების ფესტივალი იმართება

თბილისში პროფესიული განვითარების ფესტივალი იმართება. ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა.

ფესტივალზე წარმოდგენილი არიან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მთელი ქვეყნიდან და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.

ღონისძიების პროგრამა სტუდენტთა თემატურ კონკურსებს, ბარმენების შოუსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობას ითვალისწინებს.

“დღევანდელი ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ, ნახონ რა დონეზე არის ჩვენი პროფესიული კოლეჯები,“  - განაცხადა განათლების მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები