პროექტი "კინო სკოლაში" ახალ სეზონს იწყებს - წელს სკოლებში პედაგოგები და კინოს სპეციალისტები მოსწავლეებისთვის კინოხელოვნების შესახებ თავისუფალ გაკვეთილებს ჩაატარებენ.
პროექტის მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა. ის უკვე მეოთხე წელია, ხორციელდება და ყოველ სეზონზე მოსწავლეებს სიახლეს სთავაზობს.
პროექტს ეროვნული კინოცენტრი კულტურის და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ 40 სკოლიდან 217 სკოლამდე გაიზარდა ამ პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა. წელს ასევე ძალიან აქტიურად ჩაერთნენ გამყოფ ხაზთან მდებარე მაღალმთიანი სოფლების სკოლები,“ - განაცხადა აქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.