ორი ოპერაციის შემდეგ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.
ექიმების შეფასებით, გელა ხვედელიძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ნიუ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა, სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკითხვის უფლებაც მისცენ.
როდის დაკითხავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ჯერჯერობით უცნობია. საქმეში უკვე დევს თავდასხმის უშუალო თვითმხილველის, მისი მეუღლის ჩვენება.
საქმესთან დაკავშირებით ასევე იგეგმება გელა ხვედელიძის მეგობრის ელისო კილაძის დაკითხვაც. ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ერთადერთია, ვინც ხვედელიძეზე თავდასხმის მოტივზე საუბრობს და მომხდარს სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, შურისძიებას უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე თავდასხმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს პრეზიდენტიც.
გელა ხვედელიძეს ორი ნიღბიანი პირი გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაესხა თავს. ცემისგან მან დაზიანებები ძირითადად სახის არეში მიიღო.