18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ე.წ. მოსმენების ამოქმედებული კანონის ახალი ვარიანტი - შეფასებები და კრიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობოები ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის ახალი რეგულაციებიდან 2 პუნქტს ასაჩივრებენ. მათ სარჩელი უკვე მზად აქვთ. კამპანია ეს შენ გეხება კვირის ბოლომდე მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიის ხელმოწერას ელოდება. საგანგებოდ ხელმოწერებისთვის კამპანიის საიტზე ელექტრონული სარჩელი შეიქმნა.

პარალელურად კანონის ცალკეული მუხლების გასაჩივრებას ოპოზიცია გეგმავს. არ არის გამორიცხული, კამპანია ეს შენ გეხებას სარჩელს პრეზიდენტიც შეუერთდეს. ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორმა კონსულტაციები დღეს ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციასთან დაიწყო.

ე.წ. მოსმენების კანონის ახალი ვარიანტი უკვე ამოქმედებულია. კანონის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიქმნება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება. ახალი სააგენტო ფარული მიყურადების განხორციელებისთვის, მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის უფლება აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები