იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარდისფერი ბრილიანტი მყიდველმა 71 მილიონ 200 ათასი დოლარად შეიძინა. მისი წონა 59 მთელი 6 მეათედი კარატია.
ვაჭრობა ჰონგ-კონგის სოთბის აუქციონის სახლში გაიმართა. ვარდისფერი ვარსკვლავი ჰონგ-კონგის საიუველირო კომპანიამ იყიდა. თუმცა ეს ფასი მაინც იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე 2013 წელს დამყარებული რეკორდი.
4 წლის წინ ვარდისფერი ვარსკვლავი ჟენევის აუქციონზე ნიუ-იორკის საიუველირო კომპანიამ 83 მილიონად იყიდა, თუმცა თანხის გადახდა ვერ შეძლო და ძვირფასი ქვა ისევ ძველ მფლობელს დაუბრუნდა.