18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
გამოდის, რომ რუსთავი2-ის პროცესებში ყველაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ურთმელიძეს გაუკეთებია - თამთა მურადაშვილი

„გამოდის, რომ რეალურად ამ პროცესებში ყველაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება რეალურად ურთმელიძეს გაუკეთებია,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ადვოკატი განმარტავს, თუ რაზე დაყრდნობით მიაკუთვნა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი2 ქიბარ ხალვაშს.

„დიდი პალატა არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ, თურმე, ქიბარ ხალვაშზე განხორცილებული ზეწოლა, რომელიც არ მტკიცდება არაფრით, ყოფილა საჯაროდ ყოფილი ფაქტი და ამ გარემოებით ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა იძულებას, რაც არის სრულიად გაუგებარი რამ. როგორ შეიძლება, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საჯაროდ ცნობილი ფაქტიდან და ისიც გაუგებარია, საიდან იყო ცნობილი, ვინაიდან არ არის დამტკიცებული, გამოიყენა იმის არგუმენტად, რომ ქიბარ ხალვაში ეცნო რუსთავი2-ის  მესაკუთრედ,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილი.

მისი თქმით, გადაწყვეტილებაში რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებია.

„ამ გადაწყვეტილებებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოში,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები