კიდევ ერთი პრემიერა და, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები დარბაზში. თუმანიშვილის ცნობილი სპექტაკლის შემდეგ დავით კლდიაშვილი ლევან წულაძემ პირველად დადგა. მარჯანიშვილის თეატრში ბაკულას ღორების პრემიერა გაიმართა.
გმირები კი 20-იანი წლების საქართველოდან ზუსტად ისე გამოიყურებიან, როგორც იმდროინდელი მესურათეები აღბეჭდავდნენ. რეჟისორმა ავტორის დღიურები და სხვა ნაწარმოებები გამოიყენა.