18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ეს არის ძალიან დიდი გაკვეთილი ამორალურობაში - ანა დოლიძე თანამდებობის პირების დაუსჯელობაზე საუბრობს

"შეუძლებელია, სახელმწიფომ და სამართალდამცველმა აპარატმა თვითონ, დამოუკიდებლად, მოახერხოს სისტემატურად და ფართომასშტაბიანად მოაგვაროს პრობლემა,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ანა დოლიძის განცხადებით, კრიმინალის დასაძლევად საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო. მისი აზრით, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე თითოეულმა მოქალაქემაც უნდა აიღოს.

„ის დიდი ფიასკო, რასაც ჰქვია სამართლიანობის აღდგენა, რაც საქართველოში მოხდა, სწორედ ამას უკავშირდება. რამდენ ადამიანს დაგვისახელებთ სამართალდამცველი ორგანოებიდან, რომელიც დაისაჯა მრავალათასიანი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობიბლიოთეკის შექმნისთვის და გავრცელებისთვის? ასეთები არიან მხოლოდ ერთეულები, სამწუხაროდ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი განმარტებით, მრავალი ადამიანი, ვინც ამ საქმეში დამნაშავეა, დღეს არათუ დაპატიმრებულია, არამედ სახელმწიფო თანამდებობებზეც რჩება.

"ეს არის ძალიან დიდი გაკვეთილი ამორალურობაში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი აზრით, ახალი უწყება უნდა შეიქმნას, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს.

დღის ამბები