19 მაისი 2024,   10:45
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

სამოქალაქო სექტორი ფარული მიყურადების კანონს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, შესაბამისად დღესვე შეწყდება ხელმოწერების შეგროვებაც.

კამპანიას ეს შენ გეხებას პოზიციას იზიარებს და საჩივარზე ხელი ამ დროისთვის უკვე მოწერილი აქვს 200-ზე მეტს ადამიანს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ დამოუკიდებლად შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველი.

უცნობია რა ფორმით გამოხატავს კანონთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებას პრეზიდენტი.

არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს კანონის რამდენიმე პუნქტი იწვევს - მათ შორის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევის წესი.

„სახალხო დამცველიც მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით და ჩვენი პოზიციები ამ შემთხვევაში არის მსგავსი და ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის არგუმენტაციას ამ კანონპროექტის პრობლემურობასთან დაკავშირებით. ამავდროულად გვაქვს პრეზიდენტთანაც კომუნიკაცია, პრეზიდენტსაც კრიტიკული პოზიცია აქვს ამ კანონზე, თუმცა რა ნაბიჯებით გამოხატავს თავის პოზიციას პრეზიდენტი, იქნება ეს კონსტიტუციური სარჩელი თუ სხვა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, ამას მომავალში შევიტყობთ,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე.

დღის ამბები