19 მაისი 2024,   06:01
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - საკონსტიტუციო სასამართლოს "რესპუბლიკელების" სარჩელის განხილვაც მოუწევს 

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით კამპანია ეს შენ გეხებას ინიციატივას უერთდებიან რესპუბლიკელები.

დღეს პარტიის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პერსონალურად შეიტანენ სარჩელებს, რომლითაც ე.წ. მოსმენების შესახებ მიღებულ კანონს გაასაჩივრებენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, კანონის შეჩერების მოთხოვნით რაც შეიძლება მეტი სარჩელი შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ის კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დაუსჯელად გვისმინონ და როცა უნდა ჩაგვერთონ და როცა უნდა გამოგვერთონ, ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. ამისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება ბევრი სარჩელი, ბევრმა მოქალაქემ შეიტანოს და რეზონანსი მიეცეს ამ ამბავს, ეს არის ლეგიტიმური,“-აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

დღის ამბები