07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
პეტერბურგის მრავალსართულიან კორპუსში ბომბი იპოვეს

მეტროში მომხდარი ტერაქტიდან სამი დღის შემდეგ, სანკტ პეტერბურგის მრავალსართულიან კორპუსში სამართალდამცველებმა ბომბი აღმოაჩინეს.

ოპერაციის დროს ბინიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. აღმოჩენილი მოწყობილობა სპეციალისტებმა გააუვნებლეს. დაკავებულია სამი ადამიანი.

გამოძიების ცნობით, მათ კავშირი ჰქონდათ აკბარჟონ ჯალილოვთან, რომელმაც 3 აპრილს მეტროში აფეთქება მოაწყო. ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა. 50-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთის უშიშროების სამსახური ვარაუდობს, რომ ჯალილოვმა წვრთნა სირიაში, ისლამისტების ბაზაზე გაიარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები