საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრას მართვს. მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობას აჯამებს.
მან ყურადღება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოახლოებულ რეფერენდუმზე გაამახვილა.
„ეს არის არალეგიტიმური რეფერენდუმი, შესაბამისად, მას არ შეიძლება არანაირი სამართლებრივი გავლენა ჰქონდეს, ის არ შეესაბამება არანაირ ნორმებს და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს. ის არ იქნება მისაღები საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.