მერაბ ღოღობერიძე, რომელის გვარიც ბათუმში მომხდარი არეულობისას არაერთხელ გაჟღერდა, საკუთარი სურვილით აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
მან თავად მოითხოვა საპატრულო პოლიციის ადგილობრივი ხელმძღვანელის, კახა ბუხრაძის ჩვენების შემდეგ ხელმეორედ დაკითხვა და ამ მოთხოვნით აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს ლაშა ოგნიაშვილს მიმართა. ღოღობერიძე ტრაილერების საქმეზე ამახვილებს ყურადღებას და უარყოფს მისი მხრიდან რაიმე სახის ლობირებას.