18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
აქცია ოზურგეთში - მოსახლეობა ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს

ოზურგეთის მოსახლეობა ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს და მერიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, თვითმმართველი ქალაქის გაუქმება ხელისუფლების მიერ კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია და ეს გადაწყვეტილება ქალაქის განვითარებას ხელს შეუშლის.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე უარი თქვას.

„ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება სიმბოლურად ქალაქის მერიასთან და გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით. ეს არ არის ერთი პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია, ეს არის საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია და საინიციატივო ჯგუფის მიერ დაწყებული მოძრაობა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დავით მჟავანაძემ.

ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ნათია შარაშენიძე ხელისუფლებას მოუწოდებს თანხები არა მერიის გაუქმებით დაზოგოს, არამედ პრემიების სახით კოლოსალური თანხების აღება შეწყვიტოს. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი ასევე აცხადებს, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატივა სრულიად გაუმართლებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები