მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი სახელწოდებით ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს? ოთარ ბაღათურიას რეჟისორობით აღდგა, რომელმაც უკრაინელი დრამატურგის ნაწარმოები ჯერ კიდევ 1997 წელს თარგმნა. 90-იან წლებში სპექტაკლი სხვადასხვა შემადგენლობით რამდენჯერმე დაიდგა.
რეჟისორი ფიქრობს, რომ 20 წლის შემდეგ ნაწარმოები აქტუალობას არ კარგავს.
სპექტაკლის პრემიერა თეატრში ხვალ გაიმართება.