18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ლევან იზორია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან იზორიამ შეხვედრაზე ნატოს შეკავების პოლიტიკასა და თავდაცვის რეფორმებზე ისაუბრა.

მან დიპლომატებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესში იჩენენ.

„წარვუდგინეთ ჩვენი ტრანსფორმაციის გეგმები, რომელიც თავსებადია ამ ოთხ სტრატეგიულ მიმართულებასთან, რომელიც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მდგრადობის უზრუნველყოფას, როგორც ნატოს წევრ, ისე პარტნიორ ქვეყნებში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან და თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მხარს უჭერს რეფორმების იმპლემენტაციას.

დღის ამბები