18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ოპოზიცია მმართველ გუნდს ე.წ. მოსმენების კანონით პოზიციების შენარჩუნების მცდელობაში ადანაშაულებს

ოპოზიციის აზრით, მმართველს გუნდს ე.წ. მოსმენების ახალი კანონი მსგავსი სახით არ უნდა დაემტკიცებინა. უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ახალი კანონი ხელისუფლებას მხოლოდ საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად სჭირდება.

„თურმე, მხოლოდ ესენი ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და დღე და ღამე არ ძინავთ ქვეყანაზე დარდით. არ ძინავთ ერთადერთი დარდით, სურთ საკუთარი სკამების შენარჩუნება და მოსმენების ეს მართლაც საბჭოური ინსტიტუტი არის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტი,“ - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა ე.წ. მოსმენების ახალმა კანონმა მთელი პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრი გააერთიანა. მისი აზრით, მოსმენები ხელისუფლების ბერკეტია.

„ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნებით და მეორე მხარეს მთელი ქართული საზოგადოება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები