საკანონმდებლო ორგანოში დღეს საგზაო წესების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. დეპუტატებს განხილვისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეკითხვები ჰქონდათ.
„როგორ შეუძლია პატრულს დაადგინოს, მძღოლი გადაღლილია უბრალოდ თუ რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არის, იმიტომ რომ ალკოჰოლურმა ტესტმა არ აჩვენა არანაირი პრომილე და ამ დროს მძღოლი გაბრუებულია,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტების თავმჯდომარემ, გიორგი ლომაიამ.
შალვა ხუციშვილის განცხადებით, მსგავს სიტუაციაში, საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე სამართალდამცველს მძღოლი შესამოწმებლად ექსპერტიზაზე გადაჰყავს.
სესიაზე ასევე ტექდათვალიერების ამოქმედებასა და მძღოლებისთვის ჯარიმების გამკაცრების საკითხებზე ისაუბრეს. შს მინისტრის განცხადებით, კანონი პირველ ივლისს ამოქმედდება და მანამდე მოქალაქეების ინფორმირებისთვის აქტიური კამპანია ჩატარდება.
„იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს 600 გარდაცვლილი კი არ იქნება, ანუ მათი რიცხვი არ იქნება დაახლოებით 300-ზე მეტი,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
დღეს დეპუტატები უმცირესობის წარმომადგენლების სხვადასხვა ინიციატივაზეც იმსჯელებენ.