18 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესის გასაჯაროებას მოითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის უსაფრთხოების დაცვის მოხსნას ითხოვს. სასულიერო პირი სასამართლო პროცესის გასაჯაროებასაც მოითხოვს, თუმცა დაკმაყოფილდება თუ არა ეს წინადადება უცნობია. მამალაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს. ის დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა და ადვოკატებმა მოინახულეს.

დეკანოზის მთავარი მოთხოვნა კვლავ პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა. რაც შეეხება საპატრიარქოს, იქ როგორც ჩანს, მამალაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გეგმავენ, რადგან დღეს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ეჭვი გამოთქვა, რომ დეკანოზი კი არ შიმშილობს, არამედ უბრალოდ მარხვა გაამკაცრა.

მამალაძის მიერ შიმშილობის დაწყებას ადასტურებენ სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები. იურისტებმა, რომლებიც ციანიდის საქმის მონიტორინგს უწევენ, დაკავებული დეკანოზი მოინახულეს.

უფლებადამცველები მთავარ პროკურატურას სავარაუდოდ ხვალ მიმართავენ, თუმცა რამდენად იქნება დაკავებულის ოჯახისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნა სასამართლო პროცესების საჯაროობის გარანტი, უცნობია.

დღის ამბები