57-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული ეროვნული პავილიონი ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტით გაიხსნება. ხელოვანმა, სპეციალურად ამ პროექტისთვის, იმერეთში, სოფელ რგანში ხის სახლი შეარჩია და დროებით თბილისში ჩამოიტანა. შენობა საკუთარ ისტორიას 10 მაისიდან 6 თვის განმავლობაში უკვე იტალიაში გააგრძელებს.
ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ, ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით, 20 ნამუშევრიდან საუკეთესოდ დაასახელა.
ხელოვანი, რომელიც უკვე 9 წელია ბერლინში ცხოვრობს, საქართველოს ბიენალეზე პირველად წარმოადგენს. ვენეციის 57-ე საერთაშორისო გამოფენის მთავარ თემას VIVA ARTE VIVA წარმოადგენს, რაც პოზიტიური და პერსპექტიული ენერგიის დანერგვას გულისხმობს. ]
თანამედროვე ხელოვანების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი კი 13 მაისს ოფიციალურად გაიხსნება. საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.