18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
დამერწმუნეთ, ხვალ-ზეგ ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება - რეზო ხარაზი ხეების გადატანაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში, ბოლო დროს, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანისა და დენდროლოგიური პარკის შესახებ საუბრობს.

ხარაზმა გადაცემაში წარმოადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული წერილი, სადაც, მისი თქმით, წერია, რომ „არავითარი დენდროლოგიური პარკი არც განიხილება და არც კეთდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

მისი თქმით, ყოფილ პრემიერს ხეები მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის გადააქვს.

„ხალხი შეჰყავს შეცდომაში, ხალხს ატყუებს. ძალიან ბევრ ადმიანს სჯერა, თითქოს ეს კაცი სიკეთეს აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ, გვერდით რჩება ის პროექტები, რომელიც მან დააანოსა,“ - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ხარაზი იმ ფაქტებზე საუბრობს, რომელმაც ხეების გადატანას შეფერხებები მოყვა და მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა. ხარაზს კონკრეტულად მზიურის ტერიტორიაზე აქვს საუბარი.

ხარაზის ამ განცხადებას უპასუხა ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.

„გასაგებია რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასაც წარმოადგენთ და რა დამოკიდებულება გაქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ,“ - აღნიშნა უძილაურმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში აცხადებს, რომ ისინი კონკრეტულად მიდიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ხდება ხეების გადატანის სამუშაოები და ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას. 

„დამერწმუნეთ, რომ ხვალ და ზეგ ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი რეგიონისთვის,“ - ამბობს ხარაზი.

ხარაზის თქმით, პროცესებში ჩართულია მთელი სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურა.

დღის ამბები