ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური დენდროლოგიურ პარკში გადასატან 100 ხეზე საუბრობს. მისი თქმით, ამ დროისთვის გადატანილია 21 ხე, პროცესის დასრულებას კი რა დრო დასჭირდება ამის თქმა რთულია.
“ახლა გადატანილია 21 ხე, მე არ ვიცი ზუსტად რა პერიოდი იქნება საჭირო იმიტომ, რომ იქ დენროპარკში ტერიტორიას სჭირდება მოწყობა. ეს არ არის მარტო ხეების გადატანა, იქ ინფრასტრუქტურა უნდა გაკეთდეს შესაბამისი. რთულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ ეს არ იქნება 5 წელი. არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება. “ - განაცხადა უძილაურმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში უამრავი ორგანიზაციაა ჩართული, მათ შორის ამერიკიდან ჩამოყვანილი აგრონომი, რომელიც დაკავებულია გადასატანი ხეების შესწავლით.