დღეს ბზობაა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესიაში ბზას აკურთხებენ.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ასრულებს.
„ეს არის დღე მაცხოვარი უფალი იესო ქრისტეს დიდებით შებრძანება იერუსალიმში მას უფენდნენ პალმის რტოებს და ადამიანები თავიანთ ტანსაცმელს და ეძახდნენ ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. გაამეფეს მაცხოვარი, რადგან წინა დღეს მოახდინა სასწაული 4 დღის გარდაცვლილი ლაზარე აღადგინა და ეს გავრცელდა იერუსალიმში და ამანაც განაპირობა დიდებით შესვლა,"- განაცხადა არქიმანდრიტმა, მამა იოანე მჭედლიშვილმა.