18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
ძალიან მტკიცედ, პარტნიორებთან ერთად, ვგმობთ ამ აქტს - მარგველაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმზე საუბრობს

„დღეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, სამწუხარო თარიღი, ეს არის რეფერენდუმის ჩატარების დღე,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს. 

გიორგი მარგველაშვილმა დღეს 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგო და ტრაგედიიდან 2 წელიწადში ჩატარებულ რეფერენდუმზე ისაუბრა, რის შედეგადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. მან პარალელი დღეს არსებულ სიტუაციასთან გაავლო. პრეზიდენტმა დაგმო ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმი, რომლის მიზანია რეგიონისთვის სახელის გადარქმევა და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფოდ“ გამოცხადება.

„დღეს ტარდება რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალი ტერიტორიაზე და მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად, მათთან ერთად, ვისას სჯერა საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, მათ, ვისაც სჯერა, რომ არ შეიძება რეფერენდუმის ჩატარება, როდესაც შენ გყავს იმ ტერიტორიებიდან იძულებით განდევნილი იქ მაცხოვრებელი ენდემური მოსახლეობა, რომელსაც სჯერა, რომ მიუღებელია, რომ მიუღებელია მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია და არანაირად არ იღებს იმ ანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ინიცირებული არის ჩვენი მეზობლის მიერ, ჩვენ ძალიან მტკიცედ, მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვგმობთ ამ აქტს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები