18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
9 აპრილს იყო ქართველი ერის ბრძოლა რუსეთის იმპერიული მარწუხებიდან თავის დაძვრენის მიზნით - დიმიტრი ლორთქიფანიძე

9 აპრილის მემორიალთან დღეს 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ადამიანების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად პოლიტიკოსები იკრიბებიან.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ 9 აპრილს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ღირსეულად გაიბრძოლა.

„ეს იყო ქართველი ერის ბრძოლა რუსეთის იმპერიული მარწუხებიდან თავის დაძვრენის მიზნით და ეს იყო ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი, როდესაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, 9 აპრილი გამოცხადდა ჩვენი დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის დღედ. ეს არი ის მნიშნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ სათუთად უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები