18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
მიზანი, რომლისთვისაც ჩვენ იმ ღამეს აქ ვიდექით, ფაქტობრივად მიღწეულია - 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეები დეტალებს იხსენებენ

9 აპრილის მემორიალთან დღეს 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართული აქციის მონაწილეებიც შეიკრიბნენ. მათ ამ საშინელი დღის დარბევის დეტალები გაიხსენეს.

„აქ ვიყავი იმ დღეს და ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა, ყველაფერმა. ძალიან მწარედაც მახსენდება, მაგრამ შემდეგ სასიხარულო დღე, დამოუკიდებლობის დღე გახდა,“ – 1989 წლის 9 აპრილის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღევანდელ დღეს ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა ამ დღის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ლელა ვეფხვაძე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ახსოვს. 

„მიზანი, რომლისთვისაც ჩვენ იმ ღამეს აქ ვიდექით, ფაქტობრივად, მიღწეულია, მართალია მსხვერპლის ფასად, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, რომ საქართველოს მომავალი ყოფილიყო უფრო ნათელი და ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე მიზანი მიღწეულია,“ - განაცხადა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილემ, ლელა ვეფხვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები