18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
საქართველოში შექმნილი ანიმაციური ფილმები, რომლებიც უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გახდნენ

მოკლემეტრაჟიანი  ქართული ანიმაციური ფილმები - ანა ჩუბინიძის მოთხრობის მიხედვით ფილმი, იდეალურ მეგობრობაზე 2 კვირის წინ ნიუ-იორკის ფილმების საერთაშორისო პრესტიჟულ ფესტივალზე აჩვენეს. ჯიბის კაცი 12 საუკეთესო ანიმაციას შორის მოხვდა და ვარსკვლავური ჟიურის რჩეულიც გახდა, რომლის შემადგენლობაში სოფია კოპოლა, უმა თურმანი, სუზან სარანდონი და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ. ჯიბის კაცი ერთდროულად საქართველოსა და საფრანგეთში იქმნებოდა.

დათო კიკნაველიძის ჯინო 3დ -ში შექმნილი ანიმაციაა, რომელიც ჯიბის კაცთან ერთად ივნისში ანსის პრესტიჟულ ფესტივალზე საფრანგეთში გაემგზავრება. ბაყაყი, რომელიც ადამიანების მიერ გარემოს განადგურებას შეიძლება შეეწიროს, მათთან ბრძოლას იწყებს.

ჯინომ რობერტ ბოშის პრემია მიიღო და ქართულ-გერმანული კოპროდუქციაც შედგა თუმცა, ანიმაციის შემქმნელები ამაყობენ, რომ ფილმის წარმოება მთლიანად საქართველოში მოხდა და სირთულეების მიუხედავად ჯინო ქართული პროდუქტია. ანსის ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში ქართული ანიმაცია წელს პირველად მოხვდა.

ქართველი ანიმატორების ბოლო პერიოდის წარმატებულ პროექტებს შორისაა ნათია ნიკოლაშვილის სტუდია თვენთი სთეპის ბაზაზე შექმნილი ლილეც. 11 თებერვალს მოკლემეტრაჟიანი საავტორო ანიმაციის პრემიერა ბერლინალეს კონკურსზე მოხდა.

ავტორი: თაკო მესხი. 

 

დღის ამბები