18 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
რუსეთის რბილი და ხისტი ძალის საფრთხეები - პროპაგანდა საქართველოში

რუსეთის პროპაგანდა ბოლო პერიოდში საქართველოში სულ უფრო ინტენსიური ხდება. ეს პროპაგანდა პრორუსული მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების რიცხვის გაზრდაში გამოიხატება.

არსებობს ფონდები, რომლებიც საქართველოში რუსული ენის შემსწავლელ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამყარებისთვის მუშაობს. ასეთი ფონდების ნაწილი კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

ერთ-ერთი ასეთი მათგანი ალექსანდრე გორჩაკოვის სახელობის ფონდია, რომელიც 2010 წელს დიმიტრი მედვედევის სპეციალური ბრძანებით შეიქმნა და მისი მმართველ საბჭოში რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსნები შედიან.

ლიბერალური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში რუსული ფონდები გააქტიურდნენ და ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ თითქოს უწყინარი ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო თითქოს და საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნავს.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

დღის ამბები