მოძრაობა არა ჩადებას! საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს და ამ მიზნით საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრებს გეგმავს. ისინი საკუთარ მოთხოვნებს დღეს საჯაროდ გააჟღერებენ. მათი შეფასებით, მოქალაქეთა დევნის უკანონო ბერკეტი, ნარკოტიკული საშუალებების ჩადება, უკვე წლებია საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემაა.
მოძრაობის წევრები ხელისუფლებას კონკრეტულ მექანიზმს სთავაზობენ, რომლითაც მათი აზრით, აღმოიფხვრება ეს პრაქტიკა.
ბრიფინგს, ბოლო დროს ნარკოტიკული საშუალებების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.
„ჩადების ინსტიტუტი ამ ცვლილებებით საერთოდ აზრს დაკარგავს. თუ ხელისუფლებას უნდა რომ გამოვიდეს შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან, თუ ხელისუფლება არ დგას რეპრესიული მანქანის უკან, რასაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს, მათ უნდა მიიღონ ეს ცვლილებათა პაკეტი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.