18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

მსახიობი კლინიკა მედი ქლაბში რამდენიმე დღის წინ, ფილტვების ანთების დიაგნოზით მოათავსეს, მდგომარეობის გართულების გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

 

გივი ბერიკაშვილი კინოში:

1960 – მხიარული სასტუმრო 
1965 – ჯილდო 
1965 – პიერი, მილიციის თანამშრომელი 
1966 – ლონდრე 
1967 – ვედრება 
1967 – Генерал Рахимов (უზბეკეთი)
1969 – ბზიანეთი 
1970 – Море в огне (რუსეთი)
1971 – დაისი 
1971 – ქვევრი 
1972 – მშვიდობით ინესა 
1973 – გაგიმარჯოს მეზობელო (ზღვარი) 
1973 – მზე შემოდგომისა 
1974 – ნიძლავი 
1974 – წყარო გზის პირას 
1975 – ღვინის ქურდები 
1975 – კიბე 
1975 – სამი მანეთი 
1975 – შაბათ საღამოს 
1975 - У самого Чёрного моря (რუსეთი)
1976 – გასეირნება თბილისში
1976 – ნატვრის ხე 
1976 – თერმომეტრი 
1976 – სამი სასიძო 
1977 – დათა თუთაშხია 
1977 – დაბრუნება 
1977 – ლიმონის ტორტი 
1977 – მწვერვალის დამპყრობნი 
1977 – პეპელა 
1977 – როცა დედები შინ არ არიან 
1979 – ქორწინება იმერულად 
1980 – ზღაპარი 
1980 – წარმატება 
1980 – სიყვარული ყველას უნდა 
1983 – ყვითელი ჩიტი 
1983 – მარადისობის კანონი 
1984 – ორშაბათი - ჩვეულებრივი დღე 
1985 – ყველაზე სწრაფები მსოფლიოში 
1988 – ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი 
1990 – თეთრი ბაირაღები 
1993 – ლეონარდო 
1994 – ჩონგური (მანქანის ქურდები)
1996 – შიში 
1996 – წარსულის აჩრდილები 
1997 – სამოთხის გვრიტები 
1999 – კოლა და ვანო 
2000 – მიჯაჭვული რაინდები 
2003 – სიყვარულის ცეცხლი 
2005 – მიდიოდა მატარებელი 
2008 – მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი 
2009 – თბილისური Love Story

 

გივი ბერიკაშვილი თეატრის სცენაზე 

 

მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

 

ალექსანდრე კორნეიჩუკი "ესკადრის დაღუპვა" მეზღვაური, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

უილიამ შექსპირი "რიჩარდ III" ექიმი, რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი

ლევან გოთუა "სამსახეობა რაინდისა" მელია, რეჟ. გრიგოლ ლაღიძე

ანა აღლაძე "შავთვალა გოგონა" მიშიკო, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე, გურამ მაცხონაშვილი

ა. ზაკი. ი. კუზნეცოვი "ორი ფერი" მილიციის ზემდეგი, რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი

ბერნარდ შოუ "იულიუს კეისარი და კლეოპატრა" მენავე, რეჟ. ვასო ყუშიტაშვილი

ნოდარ დუმბაძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ოთარი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

ანა აღლაძე "მღელვარე დღეები" ოფიცერი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე

ნიკოლას პერიალისი "ბაფთიანი გოგონა" ნოტიასი, რეჟ.ანზორ ქუთათელაძე

უილიამ შექსპირი "რომეო და ჯულიეტა" გრეგორიო, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი

ნოდარ დუმბაძე "მე ვხედავ მზეს" ოტია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

კონსტანტინე ტრენიოვი "ლუბოვ იაროვაია" მთავარსარდალი, რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი

უილიამ შექსპირი "აურზაური არაფრის გამო" I შიკრიკი, რეჟ. ლილი იოსელიანი

გიორგი მდივანი "კონსული მოიპარეს" ლუიჯი, რეჟ. გია ანთაძე

გიორგი შატბერაშვილი "მკვდრის მზე" ყაჭია, რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი

ჯერომ სელინჯერი "თამაში ჭვავის ყანაში" რობერტი, რეჟ. იური კაკულია

პოლიკარპე კაკაბაძე "კახაბერის ხმალი" I რაზმელი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

გიორგი ხუხაშვილი "მთაწმინდის მთვარე" ზაზა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე

ოთარ ჩხეიძე "ვისია ვისი" ახალგაზრდა, რეჟ. იური კაკულია
იან ოტჩენაშეკი "რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი" მამა, რეჟ. იური კაკულია, ნუგზარ გაჩავა

ნოდარ დუმბაძე "საბრალდებო დასკვნა" ტიგრანა, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

ჰენრიკ იბსენი "მოჩვენებანი" ენგსტრანი, რეჟ. თემურ ჩხეიძე

კიტა ბუაჩიძე "ეზოში ავი ძაღლია" ალექსანდრე ჩინჩახელი, რეჟ. გოგი თოდაძე

მერაბ ელიოზიშვილი "ბერიკონი" ლალე, რეჟ. ლევან მირცხულავა

ალექსანდრე ჩხაიძე "შთამომავლობა" ბონდო ლანჩავა, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

ალექსანდრე ჩხაიძე "ჩემი ეიფელის კოშკი" ფილიპე გუმბერიძე, რეჟ. გოგი თოდაძე

ილია ჭავჭავაძე "ასის წლის წინათ" /"კაცია ადამიანი?!"/ ლუარსაბი, რეჟ. თემურ ჩხეიძე

ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონი" ბულიკა, რეჟ. გოგი თოდაძე

ნოდარ დუმბაძე "ისევ ამქვეყნად დავრჩები" რეჟ. თემურ ჩხეიძე

უილიამ შექსპირი "ფოლსტაფი" სერ ჯონ ფოლსტაფი, რეჟ. გოგი თოდაძე

ფრიდრიხ შილერი "ვერაგობა და სიყვარული" მილერი, რეჟ. თემურ ჩხეიძე

ედუარდო დე ფილიპო "მილიონერი ნეაპოლი" ჯენარო რეჟ. გოგი თოდაძე

ნილ საიმონი "მგზნებარე შეყვარებული" ქეშმენი რეჟ. თ ჩხეიძე

"ისევ ვოდევილები" რაფიელ ერისთავი "ბიძიასთან გამოხუმრება" თავადი, რეჟ. გოგი თოდაძე

რევაზ კლდიაშვილი "იადონის თეატრი" ვანიჩკა რეჟ. გოგი თოდაძე

 

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

ვიქტორ როზოვი "გზა მშვიდობისა" აფანასი

ვიქტორ გაბესკირია "გაზაფხულის დილა" დავითი

ირაკლი ჭავჭანიძე "მამლუქი" საჭურისი

ვალერიან კანდელაკი "მაია წყნეთელი" მეფე ერეკლე

ალეჰანდრო კასონა "ხეები ზეზეურად კვდებიან" დირექტორი

კარლო გოლდონი "ორი ბატონის მსახური" ფლორინდო

 

რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრი:

 

ოტია იოსელიანი "მოჯადოებული მწვერვალი" ავთო

ედუარდო დე ფილიპო "კომედიის ხელოვნება" მღვდელი

ალექსანდრე ჩხაიძე "ხიდი" ბრაკონიერი

პოლიკარპე კაკაბაძე "კახაბერის ხმალი" გოსტაშაბი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

გიორგი მდივანი "კონსული მოიპარეს" კონსული
"ბიდერმანი და ცეცხლის გამჩაღებელი" შამიტი

 

მაქსიმ გორკი "ფსკერზე" თათარი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" მიტუა, რეჟ. იური კაკულია

ნოდარ დუმბაძე "საბრალდებო დასკვნა" ტიგრან გულოიანი, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი" პირველი მესაფლავე, რეჟ. ლილი იოსელიანი

გივი ბერიკაშვილი არის შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი და ქართული თეატრის ვარსკვლავი.


 

დღის ამბები