აქცია გამართა აეროპროტის გზაზე, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების მოსახლეობამ. ისინი უშუქობას აპროტესტებედნენ. მათი თქმით, დენი უკვე სამი დღეა არ მიეწოდება მთელ დასახლების, 8 კორპუსის მოსახლეობას.
როგორც განმარტავენ, დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, საიდანაც განუმარტეს, რომ მიზეზი ელექტროსადენის დაზინაებაა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა.
მათი თქმით, ასევე პრობლემაა წყლის მიწოდებაც, მოსახლეობა აპროტესტებს მოუწესრიგებელ შიდა გზებს და ინფრასტრუქტურსაც. იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, არ გამორიცხავენ, რომ აქცია ისევ გამართონ.