18 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა აცნობა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა ექიმებისა და ციხის ადმინისტრაციის თხოვნით შეწყვიტა. დეკანოზი გიორგი მამალაძე გადასხმებს იკეთებს.

გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის გადაწყვეტილებაზე იმ ინფორმაციამაც იმოქმედა, რომ მას საპატრიარქოს წარმომადგენლები მოინახულებენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მღვდელმსახური დღეს დეკანოზს მოინახულებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები