დღეიდან 29 აპრილის ჩათვლით პირადობის მოწმობის აღება უფასოდ იქნება შესაძლებელი. როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, აქციის მიზანი საარჩევნო სიის დაზუსტება.
პირადობის მოწმობის უფასოდ აღება ან გამოცვლა 18 წლის ზევით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება.
„ელექტრონული პირადობის მოწმობა შეიცავს ბიომეტრიულ მონაცემს, რომლის გაყალბებაც არის შეუძლებელი. შესაბამისად, 29 აპრილამდე ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ აბსოლუტურად უფასოდ პირადობის ელექტრონული მოწმობები და ასევე, მასთან არსებული მოწმობები და ამით შეიტანონ წვლილი გაუყალბებელი, ერთიანი, დაზუსტებული საარჩევნო სიის ფორმირებაში,“ - განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა.