07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
7 წელი სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან - ღონისძიებები მთელი პოლონეთის მასშტაბით იმართება

სმოლენსკის ავიაკატასტროფიდან 7 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით მემორიალური ღონისძიებები მთელი პოლონეთის მასშტაბით იმართება.

კრაკოვში ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავი ყვავილებით უკვე შეამკეს პოლონეთის ამჟამინდელმა ლიდერმა და გარდაცვლილი პრეზიდენტის ქალიშვილმა, მისმა ტყუპისცალმა ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ კი გვირგვინი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლესთან მიიტანა.

დღესვე, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ, რომელიც კატასტროფას ხელახლა იძიებს, ახალი დასკვნები უნდა გამოაქვეყნოს. 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიას ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები