საკრებულოში თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეებისთვის კომპენსაციების გადაცემაა.
ამ ბიუჯეტს მხარს დავუჭერთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მილიონი ლარი სარეზერვო ფონდისთვის, რომლიდანაც გაიცემა ბავშვთა სამყაროს 345 დაზარალებულზე 3000 ლარის ოდენობით თანხა. ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.
ცვლილებებს ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრებიც მიესალმებიან.
„მიუხედავად თბილისის მერიის სამარცხვინო პოზიციისა, რომ არ აპირებდნენ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემას, ამ ადამიანების ორთვიანმა ბრძოლამ, აქციებმა საკრებულოს ჩარევის შემდეგ შედეგი გამოიღო,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.