18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ბათუმში აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა ბათუმში. აქციაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციიდან გათავისუფლებული ყოფილი თანამშრომელი და კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე.

გათავისუფლებულ ყოფილ პატრულ ინსპექტორს სოლიდარობა გამოუცხადეს ოჯახის წევრებმა და მერაბ ღოღობერიძემ. 

„უნდა გადადგეს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ბატონი კახაბერ ბუხრაძე. სამწუხაროა, სახელმწიფო ათავისუფლებს ჩვენს ადგილობრივ კადრებს და ჩამოჰყავთ რეგიონებიდან სხვადასხვა საპატრულო პოლიციის თანამდებობის პირები. ჩვენ ამაზე წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ადგილობრივი კადრები რომელ რეგიონში დააწინაურეს? ჩვენი ადგილობრივი კადრები ყველა იქნა გათავისუფლებული,“ - აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.

დღის ამბები