08 მაისი 2024,   13:23
ვრცლად
"x ფაქტორი" - მეგა შოუს ახალი სეზონი იწყება

x ფატორის მორიგი სეზონი რუსთავი 2-ის ეთერში. დღეს მეგა შოუ იწყება. მაყურებელს წინ დაძაბული და საინტერესო მუსიკალური სანახაობა ელის.

ავლაბრის მეტროს მიმდინარე ტერიტორიაზე, x ფაქტორის სხვადასხვა სეზონის და ფინალისტების მონაწილეობით მცირე კონცერტი იმართება.

რაც შეეხება ახალ სეზონს, იქნება სიახლეები. ცვლილებებია წამყვანებსა და ჟიურიში. რუსკა მაყაშვილთან ერთად, შოუს წაიყვანს ვანიკო თარხნიშვილი. ხოლო ჟიურის რიგებში გიორგი გაბუნიასთან, სოფო ნიჟარაძესთან და სტეფანე მღებრიშვილთან ერთად, მეოთხე წევრი იქნება ლელა წურწუმია.

დღის ამბები