ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა. გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა თბილისში ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერში, გვირგვინით შეამკეს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ბიუსტი.