არასათავრობოები კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრას ეწინააღმდგებიან და საკონსტიტუციო კომისიას ინიციატივით მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თუ ქვეყნის მთავარ კანონში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდება, მას კიდევ ერთი წინადადება უნდა დაემატოს, რაც თანაცხოვრების სხვა ფორმების კანონმდებლობით დარეგულირებას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს ქორწინების ცნების განსაზღვრის თაობაზე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმაში ადანაშაულებენ, ხოლო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.