საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი იმედოვნებს, რომ მერთან შეხვედრა მშვიდ გარემოში ჩაივლის. ის ასევე იმ საკითხებზე საუბრობს, რის შესახებაც დავით ნარმანიას პასუხები აინტერესებს.
„ეს თავისთავად გულისხმობს, ჩვენი ქალაქისთვის განსავითარებელ ძალიან აუცილებელ პროექტებს. მე დავასახელებდი, თუნდაც, რომ პარკინგების თემა არის მოსაწესრიგებელი და ეს საკითხი არის დაძრული, თუმცა, იქ გარკვეული შეკითხვები ჩვენ გვექნება. ამავე დროს, გენერალური გეგმის შესახებ, რომელიც უახლოეს თვეებში უკვე წარმოდგენილი იქნება საკრებულოს წინაშე,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას გამოსვლა ერთ საათში დაიწყება. ამ წუთებში კი თბილისის საკრებულოსთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი გარევაჭრობის დაკანონებას ითხოვენ. გარემოვაჭრეები აპირებენ, რომ საკრებულოს შენობასთან თბილისის მერს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.