18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ფარული თვალთვალი და სექსუალური შევიწროების მცდელობა - "ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლების ბრალდებები ადმინისტრაციას

მარკეტების ქსელ ფრესკოს ყოფილი თანამშრომლები ადმინისტრაციას ფარულ თვალთვალსა და სექსუალური შევიწროების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ამ თემაზე დღეს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელთან ერთად ისაუბრეს.

მათი თქმით, ფრესკოს ყველა ფილიალის ქალთა გასახდელებში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის წევრები შანტაჟისთვის იყენებდნენ. ფრესკოს ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს.

„ჩვენ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ მამაკაცები და ჩვენი არცერთი თანამშრომელი, არა თუ ადმინისტრაციიდან, არამედ რიგით თანამშრომელს არ აქვს უფლება, რომ უყუროს ამ კამერებს. ჩვენ ბრძანებაც გვაქვს შესაბამისი, სადაც წერია, რომ მხოლოდ ცვლის მენეჯერებს აქვთ უფლება, რომ უყურონ კამერებს და ცვლის მენეჯერები არიან მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონები,“ - ამბობს სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ სოფრომაძე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, პროკურატურისთვის მიმართვას აპირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები