01 ოქტომბერი 2024,   01:38
ვრცლად
ეს არის გზა, რომელიც თავიდან ბოლომდე ნულიდან გაკეთდა - დავით ნარმანია თბილისში დაგებულ გზებზე საუბრობს

თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. თბილისის მერი ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს.

მან საკრებულოს წევრებს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი შეახსენა, რაც მერიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განახორციელა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე იხარჯება, როგორიცაა ჯანდაცვა ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა და განათლება.

დავით ნარმანიამ განსაკუთრებული ყურადღება ჩატარებულ საგზაო სამუშაოებს დაუთმო. მან ასევე დააანონსა, რომ წლის განმავლობაში კიდევ ბევრ ქუჩაზე შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.  

დღის ამბები