18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
მამა რევაზ სიხარულიძემ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის აღსარება ჩაიბარა

მამა რევაზ სიხარულიძემ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის აღსარება ჩაიბარა. ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგის მოსანახულებლად მისულმა სასულიერო პირმა საპატიმრო უკვე დატოვა. მან მამა გიორგის აღსარება ჩაიბარა. რაც შეეხება ზიარებას, მისი თქმით, ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა.

„აღსარებაც ჩავიბარე, მისი ჯანმრთელობა ძალიან მაწუხებდა. მან, ასე ვთქვათ, ვისთვის ეს შიმშილობა იყო და ვისთვის ეს მკაცრი მარხვა იყო, ეს თვითონ იფიქრონ, უბრალოდ ახლა ნორმალურად იკვებება, ნორმალურად გრძნობს თავს, მადლობა ღმერთს. ზიარება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგან იცით, რომ სინოდზე მას შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურებაა და ეს უნდა მოხდეს იმის შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდება ბოლომდე და ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა,“ - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები