03 ოქტომბერი 2024,   19:30
ვრცლად
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნება

ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოდან უკრაინაში დღეს, 11 სექტემბერს გაიგზავნება. ტვირთის საერთო ღირებულება დაახლოებით მილიონი ლარია. მასში ძირითადად მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები შედის, დაახლოებით 160 დასახელების. 12 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი კიევში სპეც-რეისით გაიგზავნება. 

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჯიმის დეპარტამენტის  უფროსი ზურაბ უტიაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტებს შორისაა ტკივილგამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები, დიალიზისთვის საჭირო საშუალებები, ასევე ქირურგიული ინსტრუმენეტები, რისი საჭიროებაც ამ ეტაპზე არსებობს.  

უკრაინაში დახმარების გაგზავნის გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ კვირას მიიღო. ამის შესახებ 4 სექტემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები